Monday, November 18, 2013

1. პროექტის  სახელწოდება: საბედისწერო ეპოქა და ცისფერყანწელები
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) :1937 წლის რეპრესიების გაცნობა, გაგება იმისა, თუ რატომ იყო ეს ეპოქა საბედისწერო ადამიანებისთვის(განსაკუთრებით ინტელიგენციისთვის)
3. პროექტის აქტუალობა: დაფაზე ვხაზავთ ასოციაციურ რუკას, წრეში  დავწერთ: ცისფეყანწელები და რეპრესიები, ასოციაციურად უსადაგებენ შესაფერის სიტყვებს...შემდეგ გონებრივი იერიშით ასახელებენ აქტუალურ
თემებს ან პრობლემებს, რომლებიც დაიწერება დაფაზე: ''ეპოქის მსხვერპლი'' '' ცისფერყანწელების  ბედი'' '' ცხოვრების გზა'' და სხვ.
4. პროექტის მიზანია: მოსწავლეებმა შეძლონ, ეპოქის მახასიათებლების განსაზღვრა, ჩაწვდნენ იმდროინდელი მწერრლებისა და პოეტების(კერძოდ, ''ცისფერყანწელების'') ბედს საბჭოთა კავშირის ეპოქაში... გაეცნონ ტიციანის,კოლაუ ნადირაძის, პაოლო იაშვილის,ვალერიან გაფრინდაშვილის ცხოვრებისეულ ეპიზოდებს(განსაკუთრებით რეპრესიების დროს)
5. მოსწავლეთა ასაკი: 17-18
ვადები/ ხანგრძლივობა:ათი დღე
6.მოსალოდნელი შედეგები: (რაც შეიძლება მოხდეს) მოიძიებენ მასალებს ''ცისფერყანწელთა'' ცხოვრებიდან ...შექმნიან ელექტრონულ ჟურნალსა და ბლოგს.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):კლასს დავყოფ ჯგუფებად,ირჩევენს სათაურებს და მუშაობენ დამოუკიდებლად.I ჯგუფი ირჩევს ისტორიულ ფაქტებს. II ჯგუფი-ბიოგრაფიულ მონაცემებს, III ჯგუფი-კონკრეტულ მასალებს რეპრესიების წლებზე...ამის შემდეგ ახდენენ შეგროვილი მასალების პრეზენტაციას
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი : საქართველოს ისტორია
11. პროექტის ხელმძღვანელი: მანანა თოდრია
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:todriamanana@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  todriamanana.blogspot.com